ჩაის წარმოება

ჩაის მოყვანა, კრეფა, დამუშავება, ფილტრაცია,დაფასოება საბოლოო პროდუქტის მიღება.

 

თაფლის წარმოება

საუკეთესო ხარისხის თაფლის მიღება

 

ჩაი საქართველოშიგაგზავნის გვერდიამოსაბეჭდი ვერსია

ქართული ჩაისაქართველოში ჩაის შემოსვლის თარიღად XIX საუკუნის 30 წლებს ასახელებენ. იმ პერიოდისათვის მეჩაიეობას მხოლოდ მისი მოყვარულები და ენთუზიასტები აწარმოებდნენ.


ჩაის კულტურა საქართველოში შემოტანილი იქნა ჩინეთიდან და მას ასეთი პატარა ისტორია ახლავს. თავადმა მიხა ერისთავმა პირველად ნახა ჩაის კულტურა ჩინეთში, დააგემოვნა მისი ნაყენი და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც იგი ცხოვრობდა ( ქ. ოზურგეთის მახლობლად) ძალიან გავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, გადაწყვიტა იგი საქართველოში შემოეტანა და გაეშენებინა. იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის თესლის ან ნერგის გატანა სასტიკად აკრძალული იყო, ამიტომ თავადმა ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩაალაგა და ასე გადმოიტანა ჩინეთის საზღვარზე. აქედან დაედო საფუძველი საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებას. შემდგომში კი აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჩაი მსოფლიოში ცნობილია თავისი საუკეთესო შემადგენლობითა და თვისებებით.


ცოტა მოგვიანებით, თავადმა ერისთავმა პირველმა წაიღო ქართული ჩაის ნიმუში 1864 წელს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საერთაშორისო გამოფენაზე სწორედ ეს ნიმუში დაედო საფუძვლად მსოფლიოში ქართული ჩაის აღიარებას.ჩაის კრეფა


XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში სხვა ენთუზიასტების ძალისხმევით, ქართული ჩაის ხარსხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ჩაის ბუჩქი, რომელიც საქართველოში გაიზარდა შეიძლებოდა გამხდარიყო უმაღლესი ხარისხის ნედლეულის მომცემი, როგორც მწვანე, ასევე შავი ბაიხის ჩაის დასამზადებლად.
დიდი მნიშვნელობა ქართულ ჩაის მიენიჭა XX საუკუნის 20 –იან წლებში. მაშინ მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების მიზნით. შეიქმნა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან განუმეორებელი სინაზითა და არომატით.

    საბჭოთა პერიოდში ქართულ ჩაიზე წამოვიდა მთელი დატვირთვა უზარმაზარი ქვეყნის აღნიშნული პროდუქტით მომარაგებაზე, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდა რაოდენობის ზრდა, რამაც გამოიწვია დამღუპველი შედეგი ქართული ჩაის ავტორიტეტისათვის, ასევე მისი გემოსა და არომატისათვის.


ჩვენი წარმოება უკვე მეშვიდე წელია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოშვებას. პირველ წლებში ნაკლები მოთხოვნილება იყო ხარისხიან პროდუქტზე და ნაკლებად არსებობდა მისთვის საჭირო მაღალი ხარისხის ნედლეული, რადგანაც 90-2000 წლებში ჩაის წარმოება თითქმის სიკვდილის პირზე მივიდა, პარალერულად პლანტაციებიც განადგურდა და შეიძლება ითქვას ის პლანტაციები, რომლებიც დღემდე შემორჩა ეს იყო მოსახლეობისა და ჩვენნაირი საწარმოების ენთუზიაზმის ხარჯზე. მხოლოდ ამ ბოლო წლებში სახელმწიფომ გამოყო სახსრები ლოტების სახით ჩაის გავერანებული პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით. აღდგენილი იქნა ოზურგეთის რაიონის მასშტაბით 2500 ჰა პლანტაცია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ნედლეულის ხარისხი, რაც შედეგში გვაძლევს საშუალებას ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის `ელიტარული ქართული ჩაი~, რომელზედაც უდიდესი მოთხოვნაა როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.

იხ. ვიდეო გალერეა

Play
ნედლი ჩაის დამუშავება საგრეხი დანადგარი
 
Play
ჩაის საგრეხი დანადგარების მუშაობის პროცესი
 
Play
გადასამუშავებელი ჩაის კონვეირზე გადატანა 
  იხ. ფოტო გალერეა

 
  დასამუშავებელი ჩაი  
  2009-08-21  
     
  მწვანე ჩაის გრეხვის დანადგარი  
  2009-08-21  
მთავარი | ჩვენს შესახებ | პროდუქცია | სიახლეები | დაგვიკავშირდით

© 2009 GGG Company