ჩაის წარმოება

ჩაის მოყვანა, კრეფა, დამუშავება, ფილტრაცია,დაფასოება საბოლოო პროდუქტის მიღება.

 

თაფლის წარმოება

საუკეთესო ხარისხის თაფლის მიღება

 

რეცეპტებიგაგზავნის გვერდიამოსაბეჭდი ვერსია

altჩაი ქართულად

მშრალ ჩაის დასაყენებელ ჩაიდანს ვახურებთ ცხელი ორთქლის ნაკადზე 120 გრადუსამდე, ვათავსებთ შიგ შავ ჩაის(1,5 ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე), ვუმატებთ მდუღარე წყალს და ვაჩერებთ არაუმეტეს 3 წუთისა)

 

ჩაი იაპონურად

წვრილ პუდრად დაფქვილი ჩაი(2,5 სუფრის კოვზი ჩაი ნახევარ ლიტრ წყალზე) თავსდება გამთბარ ჭურჭელში, ვასხამთ(დაახლოებით 60 გრადუსამდე) ადუღებულ წყალს, ყენდება რამოდენიმე წუთი შემდეგ ითქვიფება ქაფის წარმოშობამდე. მიირთმევენ პატარა ფინჯნებით, მცირე ულუფებით, ემატება შაქარი გემოვნებით.

ჩაი მონღოლურად

საჭირო მასალა: მწვანე ჩაი, მარილი, ფქვილი(შესაძლოა შიეცვალოს ბრინჯით ან პურის კაკლით), კარაქი (გადამდნარი ქონი), ძროხის (აქლემის) რძე, ხშირად შავი წიწაკის თესლი(თითო თესლი ერთ ჭიქაზე).
ჩაის ვფქვავთ ფხვნილის მდგომარეობამდე, ვიღებთ მას 2-3 სუფრის კოვზის ოდენობით, ვათავსებთ თუჯის ჭურჭელში და ვასხამთ 1 ლიტრ ცივ წყალს. ჭურჭელს ვდგამთ ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ვუმატებთ ნახევარ ლიტრ რძეს, 1 სუფრის კოვზს კარაქს, დაახლოებით 100 გრამ ცხიმთან მოშუშულ ფქვილს, 1/4 ჭიქა მანანს. დაგვყავს ადუღებამდე, ვუმატებთ მარილს გემოვნებით.

ჩაი თურქმენულად

საჭირო მასალა: შავი ბახის ჩაი, აქლემის რძე, ნაღები.
2-3 ლიტრიან ჩაიდანს ვათავსებთ გახურებულ ქვიშაზე. მისი გაცხელების შემდეგ მასში ვათავსებთ ჩაის(25 გრ 1 ლიტრ რძეზე), დალბობის მიზნით ვუმატებთ დაახლოებით 200 გრ მდუღარე წყალს და ვასხამთ ადუღებულ აქლემის რძეს. ვაჩერებთ 10-15 წუთს , ვუმატებთ ნაღებს, ვანჯღრევთ მას და ვასხამთ ერთ ჭურჭლიდან მეორეში კარგად შერევის მიზნით.

ჩაი ტიბეტურად

50-70 გრამ მშრალ ჩაის, იაკის კარაქს, რამოდენიმე გრამ მარილს ვასხამთ 1 ლიტრ წყალს, ვურევთ და მიგვყავს ადუღებამდე(არ ვადუღებთ!), შემდეგ ვთწვეფთ სპეციალურ მოგრძო ჭურჭელში ერთგვაროვან სქელ მასის მიღებამდე, რაც ძალზე კალორიულია და სასარგებლოა ძალების სწრაფ აღდგენისათვის.

ჩაი უზბეკურად

წინასწარ გაცხელებულ ფაიფურის ჩაიდანში ვათავსებთ მწვანე ჩაის, ვასხამთ 1/4 –ზე ადუღებულ წყალს, შემდეგ ჩაიდანი იდგმება გახურებულ ღუმელში (და არა ცეცხლზე) 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვავსებთ ნახევრამდე მდუღარე წყლით და ვაფარებთ ნაჭერს, 2-3 წუთი ვაჩერებთ, კიდევ ვავსებთ ჩაიდანს ¾3/4 მდე, კიდევ 3 წუთის შემდეგ ვავსებთ მდუღარე წყლით.

ჩაი პარიზულად

საჭირო მასალა: შავი ჩაის ნაყენი (135 მლ), ფორთოხლის ახლად გაწურული წვენი(135 მლ), ნახევარი ლიმნის წვენი, ლიმნის ცედრა. ვურევთ ჩამოთვლილ კომპონენტებს ჩაისთვის შერჩეულ ჭურჭელში, მიგვყავს ადუღებამდე(არ ვადუღებთ!), ვასხამთ ფინჯნებში, ვუმატებთ 4 სუფრის კოვზ კონიაკს და შაქარს გემოვნებით.

ჩაი შვედურად

ერთ ჩაის კოვზ შავ ჩაის ვასხამთ მდუღარე რძეს, ვაჩერებთ ნაყენის დამზადებამდე (ე.ი. დაახლეობით 5-6) წუთი), მიღებულ სასმელს ვაცივებთ და მიირთმევა ცივი.

ჩაი შამპანიურით

4 ჩაის კოვზ ჩაის ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ვაცჰერებთ 5 წუთს, ვფილტრავთ, ვუმატებთ შაქარს, წვენს და სპირალისებურად დაჭრილ ნახევარი ლიმონის ქერქს. Mიღებული მასა გავაცივოდ, დავუმატოდ რამოდენიმე ნაჭერი ლიმონი და ვავსებთ ჭიქას შამპანიურით ბოლომდე.

მოხარული ვიქნებით, თუ თქვენ გამოაგზავნით თქვენ საკუთარ რეცეპტს ჩვენს ელექტრონულ მისამართზე info@geo-tea.ge , რასაც ჩვენი საიტის ამ განყოფილებაში განვათავსებთ.

მთავარი | ჩვენს შესახებ | პროდუქცია | სიახლეები | დაგვიკავშირდით

© 2009 GGG Company